
21 იანვარს საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროს, კომპანია ,,სილქნეტის“, დეველოპერული კომპანია ,,რედკოს“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ჩატარდება სახალისო შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას. გუდაურში, „მსოფლიო თოვლის დღეს“ შეუერთდება კულინარიული სკოლა „კარამელი“, „ბასტი ბუბუს“ მომღერალი ბავშვები და ანიმატორთა ჯგუფი „მხიარული ავტობუსი“. აქტივობა დაიწყება 12 საათზე გონდოლის ქვედა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაბა ბაკურიანში კი 17:00 სთ-ზე, ბავშვებს პარკი „ჯოილენდი“ უმასპინძლებს. ღონისძება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება. მოინიშნეთ კალენდარში 21 იანვარი, მსოფლიო თოვლის დღე საქართველოში!