Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა
11/01/2018
2018 წლის 15 იანვარს გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ერთობლივი პროექტია. სკოლამ ახალი პროგრამების შესამუშავებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო. 

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში დაინერგა ახალი პროფესიული პროგრამები საფეხმავლო და სამთო გამყოლი და ასევე სასერტიფიკატო პროგრამები, როგორიცაა თხილამურების ინსტრუქტორი. ყველა პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. 
 
საწვრთნელი ბაზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით რაქვიაშვილი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, "საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის კონსორციუმის პარტნიორები და სტუდენტები.   

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც მსგავს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. გუდაურის სასწავლო ბაზაზე სტუდენტები პრაქტიკული სწავლების დროს შეძლებენ ცხოვრებას და თეორიული სწავლების გავლას. სასწავლო ბაზა ერთდროულად 30 სტუდენტის მიღებას შეძლებს. სკოლაში უკვე სწავლობენ სტუდენტები, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან.