Social Networks
Menu
facebook
twitter
mobile app
youtube
instagram
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
LIVE
კონტაქტი
ENG / GEO
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
მესტია
მესტია
მესტია
ჰაწვალი

მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრში. კურორტი დამსვენებელს სთავაზობს 5 სათხილამურო გზას, რომელთა საერთო სიგრძე 7 კილომეტრს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ კურორტზე მოქმედებს ლეიტნერის (Leithner) და  დოპელმაიერის (Doppelmayr) მიერ დამონტაჟებული საბაგიროები. ჰაწვალზე სათხილამურო გზები იდეალურია არა მხოლოდ მოყვარული მოსრიალეებისათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისათვისაც.  ხანგრძლივი თოვლის საფარი ზამთრის სპორტის სახეობების მაქსიმალური განვითარებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის.


თეთნულდი

მწვერვალი თეთნულდი მდებარეობს კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილში, მესტიის აეროპორტიდან 18 კმ. დისტანციაზე, 1 სთ. ტრანსპორტით სავალ მანძილზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4858 მეტრია. 

თეთნულის სათხილამურო გზა არის ყველაზე გრძელი და ციცაბო ამიერკავკასიაში, რომელიც ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვლილი. სათხილამურო გზების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. კურორტზე დამონტაჟებულია 5 საბაგირო. ზამთრის ხელმისაწვდომი აქტივობებია თხილამურებით სრიალი, თავისუფალი სრიალი, ჰელისკი, სნოუბორდი, სკიტური, პარაპლანით ფრენა, საცხენოსნო ტურები და სხვა.  

კურორტი თეთნულდი მულახის თემთან ახლოს მდებარეობს. მულახის თემში 11 სოფელი შედის. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2002 წელს თემის მაცხოვრებელთა რიცხვი თუ 1002-ს შეადგენდა, 2014 წლის მონაცემებით რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და რაოდენობა 608-მდე დაეცა. 

კურორტ თეთნულდის განვითარება მულახის თემის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემის გადაჭრის უმნიშვნელოვანესი გზაა. სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თეთნულდის განვითარების პროექტს და საბაგიროების მშენებლობას ახორციელებს ფრანგული კომპანია პომა.  

2016 წლის თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მართვაში გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროს შპს „საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიას“. 

ზაფხულის რუკა