Social Networks
Menu
facebook
twitter
mobile app
youtube
instagram
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
LIVE
კონტაქტი
ENG / GEO
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
მესტია
გოდერძი
გოდერძი
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ქალაქ თბილისიდან 252 კილომეტრის, ხოლო ქალაქ ბათუმიდან 109 კილომეტრის დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით არის გამორჩეული. გოდერძი ზამთარში მომხარებელს სთავაზობს ორ მცირე ზომის საბაგირო ხაზს, ასევე, 8 ადგილიან გონდოლასა და 6 ადგილიან სავარძელს. კურორტზე სასრიალო გზების საერთო სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს. 

გოდერძი სტუმრებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულში შესაძლებელია ალპური მთისა და ტყის ჰაიკინგი, ველოსიპედითა და ცხენით გასეირნება. ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ადგილობრივი სამკურნალო-მინერალური წყლები და მოინახულონ გოდერძის ნამარხი ტყე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებით და ფოთლების ანაბეჭდებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში. აქვე მდებარეობს მომნუსხველი მწვანე ტბა, საუცხოო ადგილი კემპინგის მოსაწყობად. ასევე, უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს X-XI საუკუნეში აგებული ხიხანის ციხე, რომელიც აჭარა-შავშეთის საზღვარზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2635 მეტრის სიმაღლეზე. 
ზაფხულის რუკა