
15 წუთი ყაზბეგიდან გუდაურამდე - კობი-გუდაურს ახალი საბაგირო 2019 წლის იანვარში გაიხსნება.
სულ მალე დამოუკიდბელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო კუთხით უპრეცედენტო, კობი-გუდაურის საბაგირო გზა გაიხსნება.
გარდა იმისა რომ საბაგირო გზას სათხილამურო კურორტის განვითარების დატვირთვა ექნება, მას სატრანსპორტო ფუნქციაც გააჩნია და კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს საბაგირო გზით ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლის საშუალება ექნება.
ინფორმაციისთვის, კობი-გუდაურის საბაგირო გზა რეგიონში ყველაზე გრძელი იქნება, მისი სიგრძე 7,5 კილომეტრია. საბაგირო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 81 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.