Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი
30/11/2018
თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 12 ავსტრიული კომპანია ჩამოვიდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის სექტორებს წარმოადგენენ.

ფორუმის მთავარი ორგანიზატორები ავსტრიის სავაჭრო პალატა (WKO) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,, მთის კურორტების განვითარების კომპანია" არიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ავსტრიული კომპანიების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაა. შესაბამისად, გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს, რომლებიც შესაბამის სფეროებში სპეციალიზდებიან, საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ ინტერესის სფეროს შესაბამის ავსტრიულ კომპანიასთან და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.