Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
„მთის ხალხის ფესტივალი“ იტალიაში
21/08/2018
2018 წლის 18 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ბრუნეკში „მთის ხალხის ფესტივალი“ გაიმართა,რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში „რიპა“ სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაციას. 

სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოეწყო სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე.

გაიმართა ლექცია, სვანური ინსტრუმენტების შექმნის ისტორიასა და დამზადების ტექნოლოგიის შესახებ, რომელიც ხეზე ჭრის ტრადიციის შესახებ მოუთხრობდა. მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს სვანური სანელებლებით შეზავებული მარილით მომზადებული კერძები.

რეინჰოლდ მესნერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის 2017 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილმა ალპინისტმა იტალიის ქალაქ ბრუნეკში პრეზენტაცია გამართა, სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის მშენებლობის შესახებ. 

აქვე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, მესნერის მიერ მოწყობილ მუზეუმის სვანურ მაჩუბში.