
17-19 აგვისტოს იტალიის, ქალაქ ბრუნეკში ლეგენდარული მთასვლელის რეინჰოლდ მესნერის მიერ “მთის ხალხთა ფესტივალი” გაიმართება, რომელიც სვანეთის კულტურას ეძღვნება და მიზნად ისახავს რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში სვანური კულტურის პოპულარიზაციას.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს სვანური ფოლკლორული ანსამბლი.