Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
Ski Cross ბაკურიანი 2018
14/02/2018
2018 წლის 16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში შეჯიბრი გაიმართება. დიდველის ტრასებზე: ,,ნოდო" და ,,დიდველი 1" საგანგებო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი.   

Ski Cross ოლიმპიური დისციპლინაა 2010 წლიდან.  ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს. ამ სახეობას საგანგებოდ მოწყობილი, დაბრკოლებებით აღჭურვილი ტრასა ესაჭიროება. ტურნირი ოთხი სპორტსმენის ერთდროულ მონაწილეობას გულისხმობს, რომლებმაც დაახლოებით ერთკილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ.  სანახაობრივად ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო შეჯიბრი, სპორტსმენებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ბაკურიანის საერთაშორისო ტურნირი გულგრილს არ დატოვებს სპორტის მოყვარულებს და კურორტის სტუმრებს.  აქ ელოდებიან  სპორტსმენებს ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს: დავით თედიაშვილი, დავით გავა, ლაშა კურტანიძე და ბესიკი ჩართოლანი. 
  
ეს ტურნირი პირველი ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. როგორც საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციაში აცხადებენ,  ბაკურიანში სკი კროსის წარმატებით ჩატარება, საქართველოს უხსნის გზას სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილი მოიპოვოს.   

ბაკურიანში სქი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და კომპანია „სილქნეტის“ ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება.