Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
DipSki 2018
10/02/2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" და საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით, 2018 წლის 10 თებერვალს გუდაურში  დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „DipSki 2018“ გაიმართა. ტურნირი, მეორედ ჩატარდა და მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას.

დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრში „DipSki 2018“ მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა.

შეჯიბრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს და 2030 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მიხეილ ჯანელიძემ სტუმრებს გააცნობო ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ „DipSki2018“-ის ფარგლებში ტურნირის მონაწილეებმა ასევე მოინახულებეს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების პროფესიულ მომზადებას და ამ მიმართულებით კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას. სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად, ღონისძიების სტუმრებმა მონაწილეობა მიიღებეს სათავგადასავლო სკოლის სიმულაციაში და ჩაერთვნენ ზვავში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის ოპერაციაში.

სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით დაჯილდოვდნენ, ხოლო სათავგადასავლო სკოლის სიმულაციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.