
EURONEWS-ი ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში, ევროპის სხვა სამთო კურორტებთან ერთად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია” EURONEWS-ს დაუკავშირდა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში ინფორმაციის განთავსება შესთავაზა, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის იანვრიდან არხი გუდაურის ჰაერის ტემპერატურას, კურორტზე არსებული თოვლის სიმაღლისა და სათხილამურო გზების შესახებ ინფორმაციას მაყურებელს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის.