Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
სამთო კურორტებზე თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნა
23/01/2018
21 იანვარს  საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა ორგანიზებით, საქართვლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამინისტროს, კომპანია ,,სილქნეტის“, დეველოპერული კომპანია ,,რედკოს“ და ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნა.

ეს დღესასწაული ყოველწლიურად  უფრო მასშტაბური ხდება. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი. წელს კი ყველაზე მასშტაბურად აღინიშნა. საქართველოში ,,თოვლის მსოფლიო დღის“ ღონისძიებაში 800-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ყველა სამთო კურორტზე გაიმართა ბავშვთა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ასევე ჩატარდა გასართობი შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. 4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდა. ღონისძიებაში, ყველა მსურველთან ერთად, მონაწილეობა მიიღო: ,,კულინარიის სკოლა ,,კარამელმა“, ,,ბასტი ბუბუს“  მომღერალმა ბავშვებმა და ანიმატორთა ჯგუფმა  ,,გასართობმა ავტობუსმა“. ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრნენ. 

ამავე დღეს ბაკურიანში ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად უმასპინძლა ბავშვებს პარკში ,,ჯოილენდი“, სადაც სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, სადაც ბაკურიანის ყველა სათხილამურო სკოლის 300-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

წელს გოდერძის უღელტეხილზე ,, თოვლის მსოფლიო დღე“  აჭარის სათხილამურო ფედერაციის ძალისხმევით მოეწყო, ამ დღისთვის გოდერძის უღელტეხილზე მთიანი აჭარიდან 200-მდე მოზარდი შეიკრიბა.

წლიდან-წლამდე ,,თოვლის მსოფლიო დღე“ საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება.