Social Networks
facebook
twitter
google +
youtube
instagram
linkedin
ვინ ვართ ჩვენ
მედია
აბონემენტი
Live
კონტაქტი
მთავარზე დაბრუნება
გუდაური
ბაკურიანი
გოდერძი
თეთნულდი
ჰაწვალი
სიახლეები
სიახლეები
ფრანგი ექსპერტები საქართველოში
26/01/2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და ფრანგულ კომპანია ,,Compagnie Des Alpes“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდსა და ჰაწვალს ფრანგი ექსპერტები ეწვივნენ და ზამთრის კურორტებზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

შეფასდა სასრიალო გზების მომზადების ხარისხი და უსაფრთხოება,საბაგირო გზის ოპერირება.
ოთხი დღის განმავლობაში, ცნობილი ფანგული კურორტის ,,ტინის“ ტექნიკურმა დირექტორმა სასწავლო შეხვედრები განახორციელა საბაგიროს სპეციალისტებისთვის. მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოხდა ევროპის კურორტებზე დამკვიდრებული საბაგიროების სწორი მართვის მეთოდების გაცნობა. შემუშავდა პროცედურები საბაგიროს სისტემური მართვის შესახებ,რაც ხელს შეუწყობს მომავალ წლებში ზამთრის სეზონზე კურორტის უსაფრთხოების გაძალიერებას და გააუმჯობესებს ვიზიტორების მომსახურების ხარისხს.